032 2 22 63 00
info@tezitrans.com
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
თანამედროვე მსოფლიოში გადაზიდვის თანმხლები საფრთხეებისა და რისკების ხარისხი და რაოდენობა არ კლებულობს, თუმცა, უმჯობესდება უსაფრთხოების კონცეფციები. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია რომ ფლობდეს ამომწურავ და ზუსტ ინფორმაციას გადაზიდვისათვის საჭირო ყველა ჩატარებული ან ჩასატარებელი მოქმედების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ. თეზის უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მიზანი გახლავთ, უსაფრთხოების სულ უფრო მაღალი ხარისხის სტრატეგიების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც მოხდება რისკების სწრაფი გამოვლენა, რეაგირება და აღმოფხვრა მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში.კომპანია პატივს სცემს და იცავს გაეროს უნივერსალურ დეკლარაციას ადამიანის უფლებების შესახებ. ჩვენი უსაფრთხოების მენეჯერები აკვირდებიან მუშაობის პროცესის ყველა სტადიას და იცავენ შრომისა და გარემოს უსართხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
თეზის გუნდისათვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია!
სატრანსპორტო კომპანია თეზი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, რათა კომპანიის მუშაობა სატრანსპორტო სფეროში გახდეს უფრო ეფექტური და მასშტაბური.საყურადღებოა, ჩვენი ჯგუფის ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე , რაც გამოიხატება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღებით როგორც ევროპის ისე აზიის მასშტაბით. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს:
კომპანიის მიზანი
ჩვენ გვჯერა გრძელვადიანი ურთიერთობების , რომლებიც ემყარება ნდობას და ორმხრივ სარგებელიანობას, რაც თავის მხრივ აუცილებელი პირობაა მდგრადი პარტნიორობისთვის.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას:
Ø დასაქმებულების, დამკვეთების, კონტრაქტორებისა და პარტინორების საჭიროებებისა და მისწრაფებების იდენტიფიცირებითა და მათი სიღრმისეული გააზრებით.
Ø მუშაობის პროცესის იმგვარად წარმართვით,რომ იგი ბენეფიტების მომტანი აღმოჩნდეს ყველა პირისა თუ ურგანიზაციისათვის ,რომელიც იქნება შემხებლობაში ჩვენს კომპანიასთან.
Ø ჩვენი მოვალეობების იმგვარად შესრულებით, როგორც ეს შეეფერება სოციუმის პასუხისმგებლიან წევრს.
ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ მყარი პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება სამუშაოთა წარმოებას უმაღლეს სტანდარტების დაცვით, ვალდებულებებისა და დაპირებების ზედმიწევნით შესრულებასა და მოქნილ და ღია ბიზნეს ურთიერთობებს.