We will ensure safety and security of your goods
blog-detail


როგორც ცნობილია, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ცვლის პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანების ცხოვრებაში. ამ პროცესზე დამოკიდებულია როგორც ცალკეული სუბიექტების, ასევე ქვეყნის კეთილდეღეობა და მისი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე (სივრცეში). ვინაიდან ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში დიდ როლს თამაშობს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების - მათ შორის გადაზიდვების კარგი ორგანიზება. სწორედ გადაზიდვების მომსახურეობის სფეროს წარმოადგენს დინამიურად განვითარებადი კომპანია „თეზი“ , რომელიც ახორციელებს ნებისმიერი გაბარიტის, წონის, ასევე არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით. მუდმივი ურთიერთობები კლიენტებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და მოვახდინოთ სამუშაო გამოცდილების აკუმულირება, რის საფუძველზეც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ გადაწყვეტილებებს გადაზიდვების მომსახურების სფეროში.