We will ensure safety and security of your goods
blog-detail


გზის კვლევა პროექტების დაგეგმვის საკვანძო ნაწილია, განსაკუთრებით, არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებისას, როდესაც ტვირთის ზომებისა და გზის მონაკვეთის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლებელია, შეფერხდეს ან/და შეუძლებელი გახდეს  ტვირთის ტრანსპორტირება.

ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, კომპანია თეზი გთავაზობთ: საგზაო მონაკვეთის გამტარიანობის ხარისხის დადგენას

  1. წინასწარი კვლევის
  2. ტოპოგრაფიული ანალიზის
  3. სატესტო გატარებების მეშვეობით.

ჩვენი მაღალკვალიფიციურ ინჟინერთა და ლოჯისტიკის მენეჯერთა ჯგუფი ახორციელებს სამიზნე ლოკაციების დათვალიერებას, ფოტოგადაღებას და მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის ტოპოგრაფიულ ნახაზებსა და სიმულაციებს.

პრობლემების ინდენტიფიკაციის შემდგომი ეტაპია მათი აღმოფხვრის ყველაზე ოპტიმალური გზების გამონახვა, რაც მოიაზრებს, ალტერნატიული გზების მოძიებას, გზის გამტარიანობის ამაღლებას ან/და ტვირთის გადამზიდებზე განთავსების სწორი სტრატეგიის შემუშავებას.

საბოლოო გეგმა-ნახაზების შედგენის შემდეგ  საჭიროების შემთხვევაში იწყება სატესტო გატარებების სტადია,რათა

მოხდეს კომპიუტერული სიმულაციების რეალობაში განხორციელება,რაც უკვე სრულებით აქრობს დაბრკოლებების შექმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანი წინაპირობაა დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირებისა.