We will ensure safety and security of your goods
blog-detail

საზღვაო გადაზიდვა


ვინაიდან, საზღვაო გადაზიდვები არ წარმოადგენს მთლიანად დამოუკიდებელ ტრანსპორტირების საშუალებას, ანუ შესაძლებელია მხოლოდ პორტიდან-პორტამდე ტრანსპორტირება, კომპანიას შემუშავებული აქვს გადაზიდვების მულტიმოდალური სქემები - საზღვაო-საავტომობილი, საზღვაო-სარკინიგზო, საზღვაო-საჰაერო, აღნიშნული მომსახურება ტვირთის ზუსტად დანუშნულების ადგილამდე მიტანის საშუალებას იძლევა.

„თეზი“ გთავაზობთ საზღვაო გადაზიდვების მომსახურების სრულ სპექტრს. როგორც შერეული ასევე სრულად დატვირთული 20*, 40*, 45* კონტეინერების პორტამდე მიტანას, გემზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების ორგანიზებას, ყველა სახის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.კომპანიის ეფექტური მუშაობის მნიშვნელოვანი ფაქტორია-მომსახურეობის გაწევის პროცესში კლიენტის მაქსიმალური კომფორტი.

 

თეზი გთავაზობთ:

  • მომსახურების მაღალ ხარისხს;
  • საქმის გამჭვირვალობას;
  • მოქნილ ფინანსულ პოლიტიკას;
  • მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნიკით მომსახურებას;
  • პერსონალურ/ინდივიდუალურ მიდგომას;
  • ოპერატიულ მუშაობას;
  • მომსახურეობის დაბალ ტარიფს;