We will ensure safety and security of your goods
blog-detail


 

საპროექტო ტვირთები 


რეგიონში თეზი ერთერთი მთავარი პროვაიდერია სპეციალიზირებული ლოჯისტიკური ოპერაციების განხორციელების კუთხით. ჩვენი მიზანია მუდმივად ვაფართოვოთ ჩვენი მიღწევების ჰორიზონტი და რაც შეიძლება შორს წავიდეთ ტრასპორტირებისა და ლოჯისტიკის ტრადიციული არსისგან. 
საპროექტო ლოჯისტიკა გახლავთ სწორედ ის მიმართულება, რომელიც განსაკუთრებულ პროფესიონაზიმსა და მაღალი ხარისხის ტექნიკურ საშუალებებს მოითხოვს, ამ ნიშნებით განსხვავდება ორდინალური გადაზვებისგან და შესაბამისად წარმოადგენს სერიოზულ გამომწვევას.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე გახლავთ სწორედ ის, რომ 2007 წელს მიღებული ეს გამოწვევა ძალიან წარმატებითაა დაძლეული და ყოველ ჯერზე უმჯობესდება საპროექტო ტვირთების გადაზიდვის სტრატეგიები და საშუალებები.
დღეის მდგომარეობით კოპანიას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილამდე უზრუნველყოს როგორც საპროექტო ტვირთის შემადგენელი ნაწილების, ისე მთლიანად საპროექტო ტვირთის გადაზიდვა ყველაზე ოპტიმალური დროის დანახარჯითა და ბიუჯეტით. ჩვენი გუნდის ლოჯისტიკის მენეჯერები,ინჟინრები და ტექნიკოსები რომელთაც აქვთ საერთაშორისო დონის გამოცდილება და სანდო პროფესიული კავშირები მსოფლიო მასშტაბით, ახორციელებენ საპროექტო ტვირთების ტრანსპორტირებას მაღალ პროფესიონალურად და ყოველ ჯერზე დამკვეთისაგან იმსახურებენ ნდობას უმაღლესი კოეფიციენტით.